გლდანის რაიონში კიდევ ხუთი ახალი სკვერი მოეწყო.

×
გლდანის რაიონში, I-III-VII მიკრო რაიონებში, მცირე ზომის სკვერები მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერებში განთავსდა ატრაქციონები, საბაღე ავეჯი და დაიგო მწვანე საფარი. ახლად მოწყობილი სკვერები გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები, გლდანის რაიონში, 21 მისამართზე მიმდინარეობს.