გლდანის რაიონში ორი ახალი სკვერი გაიხსნა

 თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და გლდანის რაიონის

გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, გლდანის მე-2 მ/რ-ში ორი ახალი სკვერი გახსნა. სკვერების გახსნას პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და გულია გოცირიძე დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში, სკვერებში დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საბავშვო და სავარჯიშო ზონები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, დაიდგა სკამები და დეკორატიული სანაგვე ურნები; მოეწყო ბეტონის ბორდიურები და ლითონის დეკორატიული ღობე. გარდა სკვერებისა, თბილისის მერი გლდანში ახლად მოწყობილ სამ ახალ სპორტულ მოედანზე ჩატარებულ სამუშაოებსაც გაეცნო. დავით ნარმანია მოსახლეობასაც შეხვდა და მათ რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. „გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონებში დავასრულეთ სკვერების კეთილმოწყობა და გავაკეთეთ ბავშვთა სათამაშო მოედნები. დღეს ვიბარებთ ყველა შესრულებულ სამუშაოს და ვესაუბრებით მოსახლეობას სამომავლო საჭიროებების შესახებ, რათა ის, რაც კიდევ გვინდა გავაკეთოთ, მომდევნო წლის პროგრამებში იყოს გათვალისწინებული,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში სულ 11 ახალი სკვერი და 24 სპორტული მოედანი გაკეთდა.


      • შ.პ.ს ჯეო პარკი, ლ.კვაჭაძის ქ. (ბერიტაშვილის), ქ. თბილისი, საქართველო

ID code: 205261429

SWIFT:   TBCBGE22

           GE95TB1893836020100010

რუქა