დიდუბის რაიონში 23 სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 23 მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სკვერების ტერიტორიებზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განახორციელეს და ლითონის დეკორატიური მოაჯირებით შემოსაზღვრეს. მოსასვენებელ სკვერებში მოეწყო გარე განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. სკვერებში ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ხოლო პატარებისთვის კაუჩუკის რბილ იატაკზე ატრაქციონები დამონტაჟდა. საშემოდგომო გამწვანების პერიოდში, სკვერებში ასევე, გამწვანების აქციები მოეწყობა.


      • შ.პ.ს ჯეო პარკი, ლ.კვაჭაძის ქ. (ბერიტაშვილის), ქ. თბილისი, საქართველო

ID code: 205261429

SWIFT:   TBCBGE22

           GE95TB1893836020100010

რუქა