დიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

 დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ, სკვერების რებილიტაცია 48 მისამართზე დასრულდა. სკვერების ტერიტორიაზე მოეწყო

ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. სკვერი შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით. დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე დამატებით 11 მისამართზე დამონტაჟდა გასართობი საბავშვო ატრაქციონი-სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით. ამ ეტაპზე, დაზიანებული სკვერების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს 10 მისამართზე, ხოლო წლის განმავლობაში დამატებით 30 სკვერი აღდგება. დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ წლის განმავლობაში პროექტის მიხედვით 9 ახალი სკვერი მოეწყობა. სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვისა და ატრაქციონების მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 509 400 ლარი დაიხარჯა.

ბმული>>


      • შ.პ.ს ჯეო პარკი, ლ.კვაჭაძის ქ. (ბერიტაშვილის), ქ. თბილისი, საქართველო

ID code: 205261429

SWIFT:   TBCBGE22

           GE95TB1893836020100010

რუქა